სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქალაქ თბილისის მერიაში შემავალი სხვადასხვა უწყების შემოწმებას ახორციელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა.
როგორც გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, ამჟამად შემოწმების პროცესი ხორციელდება თბილისის მერიაში შემავალ ძალიან ბევრ სამსახურში, მათ შორის კეთილმოწყობის სამსახურში, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში, ასევე სამგორისა და გლდანის გამგეობებში. მისივე თქმით, სულ ახლახან გამოქვეყნდა დასკვნა საკრებულოსთან დაკავშირებით, სადაც ასევე საუბარი იყო არა ერთ დარღვევაზე.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს თბილისის მერიის ძალიან ბევრი სამსახურის შემოწმება, მათ შორის კეთილმოწყობის სამსახურის და თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ასევე მოწმდებიან გლდანისა და სამგორის გამგეობები. ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ვიფიქროთ მერიაში შემავალი სხვა ბევრი სამსახურის შემოწმებაზე, ვინაიდან მერია ბევრ სამსახურსა და სტრუქტურას შეიცავს", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
კითხვაზე, როდის იქნება მზად დასკვნა, გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 2-3 კვირის ფარგლებში ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოხდება დასკვნების დადება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.