როგორც ვატყობ, სამწუხაროდ, ისე გადაიღალა, დაძაბუნდა, დაჩიავდა ქართული საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი, რომ არათუ დემოკრატიაზე (დემოკრატიისადმი იმედგაცრუება "მიზეზ-საბაბია"!), ეროვნულ და პიროვნულ თავისუფლებაზეც, ქვეყნის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზეც მზად არიან, უარი თქვან, ოღონდ, უკაცრავად და მაძღრად იყვნენ, ვინმე "ახალი თუ ძველი" მფარველის ქვეშ!..
ქართველებო! ის ხომ არ გინდათ, რომ საქართველოში 20-30-40 წელი გყავდეთ და ერთპიროვნულად გმართავდეთ "კეთილი" დიქტატორი, ავტორიტარი თუ ტირანი???!!! ვისაც მართვის ეს მახინჯი, მოძალადე ფორმები გირჩევნიათ თავისუფლებას და დემოკრატიას ("ხალხის მმართველობას"!), ასეთებთან საერთო არ მაქვს, არც იდეოლოგიურად და არც პიროვნულად, რადგან ჩემთვის - ქვეყნის ეროვნული და ადამიანის პიროვნული თავისუფლება "ტყუპი ძმები" არიან და მათი ერთმანეთისგან განცალკევება, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნული, დემოკრატიული, სახელმწიფოებრივი, სუვერენული განვითარებისთვის დამღუპველია!!! ამიტომ, ძირს ყველა სახეობის დიქტატურა, ტირანია, ავტორიტარიზმი, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში!!!
ასეთი რეჟიმები თავისი ბუნებით ძალადობაზე დგანან, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოება არათავისუფალი, დათრგუნული და გარიყულია!!! ამიტომაც, გაუმარჯოს დემოკრატიას, ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების ეროვნულ და პიროვნულ ჭეშმარიტ თავისუფლებას, რასაც უნდა დაეფუძნოს საქართველოს და ქართველი ერის განვითარება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ნათელი მომავალი!!!
P.S. ქართველების თანამედროვე და მომავალ თაობებს არა აქვთ მორალური უფლება, რომ როდისმე უარი თქვან ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტზე, ეროვნულ და პიროვნულ თავისუფლებაზე, რადგან უახლოეს ისტორიაში ყოველივე ამისთვის არაერთმა ქართველმა გასწირა საკუთარი სიცოცხლე! დიახ, სწორედ სამშობლოსათვის დაღუპულთა დაღვრილი წმინდა სისხლით იწერება სახელმწიფოს კონსტიტუცია, სახელმწიფო ჰიმნის ნოტები და იკურთხება სახელმწიფო დროშა!!!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.