შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარული კანდიდატი საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძე იქნება
18-08-2020, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის საერთო მაჟორიტარული კანდიდატი საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილი, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

 

 

ცხელი ზაფხულითა და მძიმე ამბებით დაზარფული ჩვენი საზოგადოება გვინდა გავახაროთ, ის მაინც მოხდა, ოპოზიცია შეთანხმდა დედაქალაქში საერთო კანდიდატებზე სრულად და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეჟიმს დედაქალაქი 31 ოქტომბერს დაკარგული აქვს, – განაცხადა ნათელაშვილმა.

 

 

„ეს შევა ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში და შევა პოლიტიკის სახელმძღვანელოებში. საბურთალოს რაიონში ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება დაუცხრომელი მებრძოლი, ყველა ხელისუფლებასთან – ირაკლი ოქრუაშვილი და დარწმუნებული ვართ, მას იქ გამარჯვება ელოდება. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოპოზიციის კანდიდატი იქნება ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ და რომლის აქტიურობითაც მოხიბლული ვართ ყოველთვის“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ასევე მიიღო დეკლარაცია ხმების ურთიერთდაცვაზე, რომელიც ისტორიული გადაწყვეტილებაა ოპოზიციის და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის პოლიტიკური ძალები გაერთიანებული არიან მთავარი მიზნისკენ, ვერავინ შეძლოს გაყალბება, ძალაუფლების უზურპაცია და ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს მმართველობა საკუთარ ქვეყანაში.

 

 

„თუ ხელისუფლება ამას არ გაიგებს, მაშინ გაიხედოს მინსკისკენ, რა ხდება, ერაყისკენ, სირიისკენ, ლიბიისკენ, იქ, სადაც მათ სულიერი წინაპრები და მემკვიდრეები კისრებს იტეხდნენ და ახლაც იტეხენ. მათ უდნა ეყოთ ჭკუა იმისა, რომ აალაგონ ბარგი, ჩაალაგონ და დაგვემშვიდობონ, დანარჩენს ჩვენ გადავწყვეტთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი