„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიონალი პოლიციელების სამსახურებიდან წასვლის მესამე ტალღის დაწყების გამო კრიმინალის მზარდ ტენდენციასთან გვაქვს საქმე და ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.
„მინდა მოგაწოდოთ სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევის რეალური სტატისტიკა. მხოლოდ ამ თვეში ჩვენ გვაქვს თბილისში, ბათუმსა და უკანა ფშავში 3 ორმაგი მკვლელობა; პოლიციელის მკვლელობა თელავში; ანაკლიაში პატრულის გვამია ნაპოვნი; შუახევსა და ყვარელში გვაქვს ქალბატონების ორი ცალკეული შემთხვევა; ერთი მამაკაცის მკვლელობა ბათუმში; ერთი არასწრულწლოვნის მკვლელობა ფონიჭალაში; ასევე, ბანკების, კერძო ბინების ძარცვა და დიდი რაოდენობით თანხების გატაცება; მრავალჯერადი სროლები, რომელსაც პირების დაჭრა მოჰყვა. გუშინ იყო აპოგეა, როდესაც დღისით, ხალხის თანდასწრებით, აბაშიძეზე ორი ადამიანი დაჭრეს, მოგვიანებით ამავე ადგილას განმეორებით სროლა ისმოდა, ამის შემდეგ კი ავჭალაში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს.
ესაა კატასტროფული სურათი, მზარდი ტენდენცია, რომელსაც თავისი მიზეზები აქვს - აგვისტო-სექტემბერში, პროფესიონალი პოლიციელების სამსახურებიდან წასვლის მესამე ტალღა დაიწყო. ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ძლებენ ამ გარემოში, ისინი ვერ მუშაობენ იმ ახლად აღზევებულ ადამიანებთან, რომელთაც სამართალდამცავ ორგანოებთან საერთო არ აქვთ. ისინი ერთადერთი ნიშნით, ბიძინა ივანიშვილის პირადი ერთგულებისა და მასთან მსახურობისთვის იმ კარიერას ერთ დღეში იკეთებენ, რომელსაც პროფესიონალი სამართალდამცავები მთელი ცხოვრების მანძილზე გადიან.
ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება თუ ამას ყველა ადამიანი არ აღიარებს, უპასუხისმგებლო დაცვის გამო პრაქტიკულად დაუცველი ხდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.