გიორგი გახარია: „შინდისის გმირების სახელები უნდა გვახსოვდეს, პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით“
18-08-2020, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემთვის უდიდესი პატივია, დღეს, საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში მქონდეს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. ჩვენ, ყველანი ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.  

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ის ადამიანები, ის ქართველები არიან მთელი საქართველოდან, რომლებმაც ასე პირდაპირ, ვაჟკაცურად, ქართულად, მტერს დაუპირისპირდნენ და არ დაუთმეს არაფერი მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა იყო უთანასწორო.

 

 

„ჩვენი შინდისის გმირები ჩვენი უახლოესი ისტორიის ყველაზე დიდი ქართველები არიან, რომელთა თითოეულთა სახელი უნდა გვახსოვდეს, მათ პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ამ მაგალითით. მაგრამ, ამასთან ერთად და  იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ყოველთვის ეყოლება ასეთი გმირები, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რაც მთავარია, მშვიდობაზე ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ მშვიდობის გარეშე არ არსებობს არანაირი განვითარება, ქვეყანაში ვერაფერი ვერ განვითარდება თუ არ იქნება მშვიდობა, ვერც ტურიზმი, ვერც ეკონომიკა, ვერც განათლება, ვერაფერი. ამიტომ, ჩვენ უნდა გვყავდნენ გმირები, ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი ჯარი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი