მე არავის ვენდობი - სააკაშვილისაც მეშინია, ბოკერიასიც და საკუთრი თავისაც კი, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ გადაცემაში „ღამის ამბები“
ჯაფარიძის თქმით, თუ საქართველოში ამჟამად არსებული სისტემა შეიცვლება, არავინ იქნება საშიში.
„ჩვენ ისე უნდა შევცვალოთ სისტემა, ისეთ სისტემაზე უნდა შევთანხმდეთ, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომ არავინ იყოს საშიში, პერსონებზე აღარ იყოს ეს დამოკიდებული, თორემ მე, პირადად, არავის ვენდობი, ყველასი მეშინია, სააკაშვილისაც მეშინია, ბოკერიასიც, საკუთარი თავისაც კი მეშინია, ყველასი მეშინია.
ამ სისტემას შეუძლია ნებისმიერი ადამიანი მოირგოს როგორც ახალი პატრონი და გააგრძელოს ფუნქციონირება ისე, როგორც ახლა ფუნქციონირებს.
იმას კი არ ვამბობ, რომ მთავრობას მეთაური არ ეყოლება, ვინც არ უნდა იყოს მეთაური, თუ ჩვენ სისტემას შევცვლით, ის საშიში არ იქნება, თუ ამ რეფორმაზე შევთანხმდებით, ეს საბჭოთა მონსტრი თუ დაინგრევა, არავინ აღარ იქნება საშიში, თუ ამ სისტემის დაშლაზე არ შევთანხმდებით, არავის ვენდობი, საკუთარ თავსაც კი არ ვენდობი ამ სისტემის ხელში“- განაცხდა ზურა ჯაფარიძემ.
ზურა ჯაფარიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.