ქართველი ჯარისკაცები შესაძლოა ქაოსით მოცულ ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ჩაერთონ (ვიდეო)
16-02-2014, 17:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ხელისუფლებისადმი ევროკავშირის შემოთავაზების დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაციაში ჩაერთვებიან.

 


თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით ამჟამად ეს საკითხი განხილვის სტადიაშია და აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოება ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს.

 


"ასეთი თხოვნით ევროკავშირმა მიმართა საქართველოს, რომლის შეიარაღებულ ძალებს აქვს ძალიან მაღალი გამოცდილება, დიდი პროფესიონალიზმი და საბრძოლო გამოცდილება და ჩვენ ვართ, ქართული მხარე, ამ წინადადების განხილვის სტადიაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

                                                

 

 

ცნობისათვის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ამჟამად უსაფრთხოებას ევროკავშირისა აფრიკის კავშირის სამშვიდობო ძალები იცავენ და ამ პროცესში წამყავნი როლი საფრანგეთს უკავია. მან თავდაპირველად 1 000-ამდე სამხედრო გაგზავნა ამ რესპუბლიკაში.

 


ქვეყანა ქაოსმა მას შემდეგ მოიცვა, რაც 2013 წლის 24 მარტს აჯანყებულთა სელეკას კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც მეზობელი ჩადისა და სუდანის არაერთი მოქალაქეა გაერთიანებული, პრეზიდენტი ფრანკოს ბოზიზე ჩამოაგდო.

 

აფრიკის კავშირმა მთლიანობაში 6 000 სამშვიდობო გაგზავნა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და გასული წლის დეკემბერში საფრანგეთმა კვლავ გაზარდა თავის სამხედროების რიცხოვნობა მის ყოფილ კოლონიაში და ამჟამად მოკავშირე ძალებთან ერთად, 1 600 ფრანგი სამხედრო ცდილობს მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებას არეულობებით მოცულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

 

გასული წლის დეკემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ ნება დართო საფრანგეთს საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს მომაკვდინებელი ძალა არეულობების აღსაკვეთად.

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   Irina Zurabashvili
      
ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის! ამის შემომთავაზელს ნამუსი თუ აქვს? ისე, ერის გენოციდს ასეთი ფორმებიც უწყობს ხელს...
16 თებერვალი 2014 18:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი