პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას ერთხმად დაუჭირა მხარი
29-09-2015, 05:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მარიხუანის მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას. კომიტეტის წევრთა მოსაზრებით, მარიხუანის მოხმარება სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დარჩეს, თუმცა, პატიმრობა, როგორც სასჯელი, გაუქმდეს. მათივე აზრით, სასჯელად უნდა განისაზღვროს ჯარიმა და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა.


პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ კაჭახიძემაც, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტზე კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა. დღევანდელ სხდომაზე კაჭახიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგის, კონსერვატორ გიგა ბუკიას ადგილმონაცვლე იყო.


კანონპროექტს ახლა უკვე პარლამენტის სესიაზე ეყრება კენჭი.


გასულ კვირას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თამაზ მეჭიაურის ხელმძღვანელობით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტს 4:2-ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ზურაბ ჯაფარიძემ (ახალი პოლიტიკური ცენტრი) და დავით ონოფრიშვილმა (თავისუფალი დემოკრატები).

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი