საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრი ტარანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. გმირთა მოედანზე იმყოფებოდა ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გმირთა მოედანზე გამგზავრებამდე ანდრი ტარანს ქართველმა კოლეგამ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საერთო გამოწვევები და სტრატეგიული მიზნები მიმოიხილეს და უწყებებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.