რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას BBC ავცრელებს.
ნავალნის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან თვითმფრინავით ფრენის დროს გონება დაკარგა, რის გამოც თვითმფრინავი ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში, ომსკში ავარიულად დაეშვა.
საავადმყოფოში ადასტურებენ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია.
ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის ვარაუდით, ის ჩაიში ჩაყრილი ნივთიერებით მოიწამლა.
ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩევა. მან ივნისში საკონსტიტუციო რეფორმებზე კენჭისყრას "გადატრიალება" და "კონსტიტუციის დარღვევა" უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.