1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად თურქეთის პოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. თურქეთის მთავარი ოპოზიციური “სახალხო-რესპუბლიკური პარტიისა” (სრპ) და პრო-ქურთული “ხალხთა დემოკრატიული პარტიის” (ხდპ) წინასაარჩევნო ალიანსი, რომელიც უფრო და უფრო რეალური ხდება, უდიდეს საფრთხეს უქმნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” (სგპ) ერთპიროვნულად ხელისუფლებაში მოსვლას.
ამა წლის 7 ივნისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისა და მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ამაში დიდი იყო პრო-ქურთული სრპ-ს როლი, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად ხმების 13 პროცენტი მიიღო. ამის შედეგად დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდება.
ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ეს საარჩევნო წარუმატებლობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ერდოღანს უარი ეთქვა ქურთული საკითხის პოლიტიკური მოლაპარაკების გზით “გადაჭრის პროცესის” გაგრძელებაზე და “ქურთისტანის მუშათა პარტიის” (PKK) მეომრების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები წამოეწყო. ერდოღანს იმედი ჰქონდა, რომ ქურთული ტერორიზმის გაღვივების შედეგად ქვეყანაში გაიზრდებოდა ნაციონალისტური განწყობები და პრო-ქურთული “ხალხთა დემოკრატიული პარტია” დისკრედიტებული იქნებოდა, რაც ერდოღანის პარტიას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გმარჯვების შესაძლებლობას მისცემდა.
მაგრამ მოვლენების შემდგომი განვითარება აჩვენებს, რომ ერდოღანის ეს პოლიტიკა უფრო და უფრო საპირისპირო ეფექტს იძლევა. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც კარგად ესმით ერდოღანის სტრატეგია, ქურთი მეომრების საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის პოლიტიკის მკაცრი კრიტიკა დაიწყეს. ეს კი თავის მხრივ, პირობებს ქმნის მშვიდობის მომხრე ძალების დაახლოვებისა და გაერთიანებისათვის.
ის, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პროცესები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ცხადი ხდება პრო-ქურთული ხდპ-ს ლიდერის სელაჰათთინ დემირთაშის განცხადებიდან, რომელშიც ის სრპ-სა და ხდპ-ს შორის, ასევე ყველა დანარჩენ მშვიდობის მომხრე ძალებსა და ორგანიზაციებთან მოსალოდნელ წინასაარჩევნო ალიანსზე ლაპარაკობს.
“სახალხო-რესპუბლიკური პარტია, არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები, პროფკავშირები, ქალთა მოძრაობები, ეკოლოგიური მოძრაობები, დაღუპულთა ოჯახები და საერთოდ ომის შეჩერების მსურველი ყველა მოქალაქე ფაქტობრივად “მშვიდობის ბლოკშია”, რომელიც არჩევნების დროს ებრძვის “ომის ბლოკს”. საჭიროა, რომ თურქეთის საზოგადოებამ ხმა მისცეს მშვიდობის მსურველებს. სრპ-ხდპ ალიანსის ან სრპ-ხდპ ბლოკის ნაცვლად, უფრო სწორად მიმაჩნია, რომ ამას დემოკრატიისა და თავისუფლების მომხრეთა ბლოკი ვუწოდოთ”- განაცხადა დემირთაშმა, რომლის აღნიშნულ ციტატასაც თურქული საინფორმაციო სააგენტო NTV ავრცელებს.
tvfree.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.