გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, საიდანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური სარგებელიც მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა შესაძლოა, ფიზიკური პირების შემთხვევაში იყოს სამართლებრივი პრობლემაც და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.
„რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, ფიზიკური პირების შემთხვევაში შეიძლება სამართლებრივი პრობლემაც იყოს და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ. მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ხაზგასმით ვუთხრა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი აქვთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, სოციალური მომსახურების სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი", ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი დაწესებულება, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მათ მიეხმარება მაქსიმალურად სწრაფად, რომ ეს განაცხადები შეავსონ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განცხადებით, დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი - 366 000 ოჯახი.
„მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ გვიწევს ყოველდღიური მუშაობა, იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების. მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უკვე ამოქმედდა და, დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ციფრებია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რომლის მიზანი გახლავთ 17 წლის ჩათვლით ბავშვების და მოზარდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც სასწავლო წელი იწყება. თუმცა ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.
„ამ განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რა თქმა უნდა, ეს დახმარება მივა ყველა იმ ოჯახამდე, ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ მსგავს მორალურ პრობლემებს, როდესაც ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი სარგებელი პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ, აღარ შევხვდებით," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.