ლევან დავითაშვილი: „სახელმწიფო ფერმერებს 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას“
20-08-2020, 16:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო ფერმერებს 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 

 

„სტიქიური მოვლენების დროს, არის შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ბაღები, მთლიანად უზიანდებათ. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა. ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად, კახეთის რეგიონში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაზიანდა ახალშენი ვენახები. ჩვენს ფერმერებს, ფაქტობრივად, ახლიდან უწევთ ბაღების და ვენახების გაშენება. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ პროგრამაში „დანერგე მომავალი“  კომპონენტი, რომელიც დროში შეზღუდული არ არის, მოიცავს ყველა რეგიონს და ფერმერებს  საშუალებას მისცემს, განაახლონ დაზიანებული ბაღები. სახელმწიფო 100%-ით აანაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას. თუ ჩვენი ფერმერები  გადაწყვეტენ, რომ ესა თუ ის მრავალწლოვანი კულტურა ჩაანაცვლონ სხვა კულტურით, მათ პროგრამის ახალი კომპონენტი ამის საშუალებასაც აძლევს. ეს ეხება როგორც მრავალწლოვანი კულტურების ბაღებს, ისე ვენახებს, გარდა რქაწითელის ჯიშისა. ბაზარზე არის რქაწითელის ჭარბი წარმოება, რაც გვინდა, რომ დავაბალანსოთ. შესაბამისად, ფერმერებს საშუალებას ვაძლევთ, ამ კულტურის სხვა ჯიშებით ჩანაცვლება მოახდინონ, რომელიც კომერციულად შეიძლება უფრო მეტად საინტერესო იყოს და მეტი ღირებულება ჰქონდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი