პრემიერ მინისტრი ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა, რომელიც პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია
20-08-2020, 17:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში" იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია.

50 დამსვენებელზე გათვლილი სასტუმრო, მოსასვენებელ, გასართობ და საკონფერენციო სივრცეებთან ერთად დამსვენებელს სთავაზობს ტურისტულ აღჭურვილობასაც, რომელიც მფლობელმა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით შეიძინა. თანადაფინანსების მოცულობამ 4 600 ლარი შეადგინა. სასტუმროში განთავსებულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ველოსიპედით, ნავით და კარვებით.

 

 

სასტუმროს დამფუძნებელმა, მერაბ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სასტუმრო დამსვენებელს სთავაზობს და აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს უცხოელი მოგზაურები შიდა ტურისტულმა ნაკადებმა ჩაანაცვლა. სასტუმროს მფლობელმა აღნიშნა, რომ სასტუმროს სამომავლო გაფართოებისა და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, დამატებითი მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა.

 

 

მთავრობის მეთაურმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ახალი პროგრამის - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" შესახებ, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ დეტალური ინფორმაცია და მომსახურება, რასაც მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს. გიორგი გახარიამ სასტუმროს მფლობელებს წარმატებები უსურვა და მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით და გააფართოონ ბიზნესი, რათა რაც შეიძლება მეტ ტურისტს უმასპინძლონ.

 

 

ამბროლაურში მდებარე სასტუმროში პრემიერ მინისტრი ვიცე-პრემიერთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი