დავით თევზაძე პარტიის შექმნას და 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
29-09-2015, 06:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა „საქართველო მშვიდობისათვის" დამფუძნებელი დავით თევზაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება და 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ თევზაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და იმ მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა.

 
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის მართვა ეხებათ, ცოტა არასერიოზულად უყურებენ ამ საკითხს. ეს არის ძირითადი განცდა, რომელიც მე მაქვს. შორს არ წავალ დასაბუთებისთვის, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ამ სამი დღის მანძილზე გადაწყვეტილების მიმღები არც ერთი პირი სახელმწიფოში არ იმყოფება. პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი სხვა კონტინენტზეა წასული. პრემიერი, გადამწყვეტი პირი აღმსრულებელ ხელისუფლებაში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად წასულია სხვა კონტინენტზე. ორი დღის წინ საქართველოდან გაემგზავრნენ თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი. მე არ ვიცი, ეს კიდევ სად ხდება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოში დღეს რომ რამე საგანგებო სიტუაცია შეიქმნას, არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ადგილზე მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება და მისი აღსრულება დაიწყოს. ასეთი მაგალითების მოყვანა უამრავი შეიძლება  სხვადასხვა სფეროებიდან.


მივიჩნიე, რომ შესაძლოა, სასარგებლო იყოს ის, რაც მე გადავწყვიტე. ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მოვლენ პოლიტიკაში, იქნებიან მუშა ფუტკრები. მეც ვეცდები, რომ მუშა ფუტკარი ვიყო და არა უბრალოდ სახე", - განაცხადა თევზაძემ.


როგორც თევზაძემ განმარტა, პარტიის შექმნის თაობაზე ოფიციალურ განაცხადს ოქტომბრის ბოლოს გააკეთებს.



reportiori.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი