მიხეილ რამიშვილი: „ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არათუ თავის მოსაკლავად, არამედ ნამდვილად შეხვედრაზე მიდიოდა, რაღაც საეჭვო ნიუანსებიც შევამჩნიეთ“
21-08-2020, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველანაირი პირობებია შექმნილი, რომ ყველაფერმა მიიღოს ის შედეგი, რა შედეგიცაა სამართლიანობისთვის დამახასიათებელი სტანდარტები, დანარჩენს უკვე გვანახებს დრო და შედეგი, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.

 

 

„ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ ნამდვილად სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, რადგან სხვანაირად, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ახლო ფორმატშიც დავინახეთ გადაადგილების მარშრუტი.

 

 

ვთქვათ, ისევე, რაღაც შესაძლებლობებიც იყო, მანქანა როგორ გადაადგილდებოდა. მანქანას თავისი გადაადგილებითაც ეტყობოდა. ნუ, არის რაღაცა მინიშნებები. გარდა ამისა, გეტყვით, რომ საეჭვო რაღაცებიც შევამჩნიეთ. აქამდე ეს გამოძიებასაც არ ჰქონდა შემჩნეული, რაღაც ნიუანსები. ეს თბილისიდან მომდინარეობს, თბილისიდან იწყება და შესაბამისად მაგის თაობაზე გვქონდა გამომძიებლებთან საუბარი, ამას მოიკვლევს. მე იმიტომ ვამბობ, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი მიდიოდა ძალიან ზერელედ. თქვენ წარმოიდგინეთ, თითქმის ცხრა საათი მიდიოდა დეტალურად შესწავლა.

 

 

გარდა ამისა, ექსპერტების შუალედური დასკვნებიც ვნახეთ. დამატებით დაიკითხა ქალბატონი თეონა, რადგან დროთა განმავლობაში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ძალიან ბევრი ფაქტი ახსენდება ქალბატონ თეონას, ბატონ ჯუმბერს, რაც მიმაჩნია, რომ გამოძიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესო ფაქტებისა და ინფორმაციის შემცველია. შემიძლია გითხრათ, რომ გაასმაგებულად ინტერესდებოდა გამოძიება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის საფუძველი, რომ ჩვენ დაიმედებით ვიყოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაჩქარებული ტემპით გადაწყდება ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება. ფაქტია, ეს ცხრა საათი მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო გრაფიკით მიმდინარეობდა და მაქსიმალურად ყველანაირი პირობებია შექმნილი, რომ ყველაფერმა მიიღოს ის შედეგი, რა შედეგიცაა სამართლიანობისთვის დამახასიათებელი სტანდარტები, დანარჩენს უკვე გვანახებს დრო და შედეგი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი