საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა LED სანათები, ფიტნეს ტრენაჟორები, საპარკე სკამები და კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდა. სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.
რეაბილიტირებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.
„ფანასკერტელის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერის კეთილმოწყობა დავასრულეთ. აქ გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 142 620 ლარი გამოიყო, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ტაომ“ განახორციელდა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.