რუსული მედიის ინფორმაციით, ომსკის საავადმყოფოს ექიმები მიიჩნევენ, რომ ალექსეი ნავალნი არ მოუწამლავთ
21-08-2020, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

​​

რუსული მედიის ინფორმაციით, ომსკის საავადმყოფოს ექიმები მიიჩნევენ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი არ მოუწამლავთ.

 

 

ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის, ანატოლი კალიჩენკოს განცხადებით, გამოკვლევებმა ალექსეი ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ გამოავლინა.

 

 

„საწამლავი ან საწამლავის კვალი მის ორგანიზმში არ აღმოჩნდა. მოწამვლის დიაგნოზზე მაინც ვფიქრობთ, მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პაციენტმა მოწამვლა გადაიტანა“, – განაცხადა ანატოლი კალიჩენკომ.

 

 

ნავალნი საავადმყოფოში გუშინ, 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა და თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაჯდა. ამჟამად, ნავალნი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ნავალნის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი