შს მინისტრის განცხადებით, სპეციალური საშვების გაცემის წესი და რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია და ის შეიცვლება
29-09-2015, 06:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ე.წ. "ნარუშილოვკები", იგივე სპეციალური საშვები შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე გაიცემა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გაცემის წესი ბუნდოვანია და ამის დარეგულირებაზე მუშაობა დაწყებულია.


"ეს საშვები გაიცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანების საფუძველზე. მისი გაცემის წესი და რეგულაციები ძალიან ბუნდოვანია. ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს ბრძანების პროექტი, რომელიც ამას დაარეგულირებს და უფრო ადვილი გახდება მისი ადმინისტრირება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


2 დღის წინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S-მა გაავრცელა ვიდეოინტერვიუ პოლიციის უფროს ლეიტენანტ გიორგი ბაბუნაშვილთან, რომელიც ყვება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ, "ნარუშილოვკა" სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს.


ამასთან დაკავშირბეით, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.


"28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი