გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე წარმოდგენილი
29-09-2015, 07:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისთებლიშმენთში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გავხადო"- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ში მიმდინარე შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.



გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძალზედ შრომატევადი სამუშაოა გასაწევი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლათფორმაზე.


"მინდა გამოვთქვა მზადყოფნა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკური ისთებლიშმენთის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გავხადო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან შრომატევადი. სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლათფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე წარმოდგენილი"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია გაერო-ს რეზოლუცია იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს დადებითი პროგრესი, რაც მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდაში გამოიხატება.


"ყოველწლიურად საქართველო აყენებს ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი და კვლავაც ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც ეხება დევნილთა პრობლემებს. ბევრი კარგი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის პატარა ქვეყნებთან, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოვიპოვოთ რეზოლუციაზე მაქსიმალური მხარდაჭერა"- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.


ქ.ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი 60-ზე მეტ შეხვედრას გამართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი