ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა პროკურატურის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისთვის ამ სასაცილო ისტორიაში მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, რომ შეესრულებინა გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება, რაც შეასრულა.
„"არტარეას" უყურებთ? უყურეთ "არტარეას" და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა "არტარეას". ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო - მე ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის გამოძიებასთან თანამშრომლობისა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ," - განაცხადა პრემიერმა.
აგრეთვე, დასმული კითხვის პასუხად, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, იცით, რომ იღებს მონაწილეობას და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ამაზე ნუ ღელავთ," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.