ექსკლუზივი: კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში
23-08-2020, 10:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშში. როგორც GUARDIAN.GE-იმ გაარკვია, ინფიცირებული პირი სამი დღის წინ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში როგორც დისტრიბუტორი, ისე იმყოფებოდა.

 

 

ლენჯერი და დაბა მესტია ინფექციის გავრცელების გამო 10 დღეზე მეტია ჩაკეტილია.

 


GUARDIAN.GE-ის ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი და მისი ოჯახის წევრები სოფელ სასაშიდან ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, სოფელ სასაშის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა მან არ გამორიცხა, რომ მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს. 

 

 

მედიკოსები უახლოეს საათებში ინფიცირებული პირის კონტაქტების შესწავლასა და სოფელ სასაშის მცხოვრებთა მასობრივ ტესტირებას გეგმავენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი