შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა ორის მდგომარეობა, რომლებსაც შინაგანი სისხლდენა განუვითარდათ და ამჟამად სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.
„გუშინ, ავარიის ადგილიდან გადმოიყავნეს სამი ქალი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, ორი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით. აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეიყვანეს საოპერაციო ბლოკში, სადაც მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდებათ კვლევები, ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ამ ეტაპზე სამივე მათგანთან სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებია. სამივე მათგანთან არის პოლიტრავმა, მდგომარეობა ფასდება კრიტიკულად, ვინაიდან კლინიკურად სახეზეა ყველა გართულება. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტური გზით. საშულო ასაკი 25 წელია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.