ანა დოლიძე: მხარს ვუჭერ ოპოზიციური პარტიების მიერ გაფორმებულ მემორანდუმს
24-08-2020, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანა დოლიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა 30-მდე ოპოზიციური პარტიის მიერ გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არჩევნებში დაიცავენ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს.

 

 

„მხარს ვუჭერ მემორანდუმის სულისკვეთებას და იმ კამპანიას, რომელსაც გამართავს ოპოზიცია არჩევნების დროს ხმების დაცვასთან დაკავშირებით.  მოგეხსენებათ, ლეიბორისტების მაგიდის შემადგენლობის გარკვეულ წევრებთან  მაქვს პოლიტიკური შეუთავსებლობა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის მისაღებია, მაგალითად, პუტინის მოკავშირე პარტიასთან ერთად ხმების დაცვის ფიცის დადება. თუმცა, ოპოზიციის მცდელობა, რომ პირველი - დატოვოს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მარტო, არის გამართლებული. მეორე  - ოპოზიციის ნაბიჯი, რომ დაიცვას ხმები იმ გაყალბების მცდელობებისგან, რომელიც ექნება „ქართულ ოცნებას“, სრულად ვუერთდები და ვიზიარებ. მით უფრო, რომ ამის მომსწრე მე თავად გავხდი დიდუბეში, როდესაც ძველი ბიჭების მიერ შექმნილი ჯგუფები დამიპირისპირდნენ და კამპანიის ჩატარების საშუალება არ მომცეს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი