საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ამერიკის საელჩოს სრული შემადგენლობის სახელით, მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო 23 აგვისტოს შატილში ტრაგიკულად დაკარგული ჩვიდმეტი სიცოცხლის გამო.
ვფიქრობთ მათზე, ვინც დაიღუპა და ვინც ამ მძიმე წუთებში მათ დაკარგვას გლოვობს. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენ გარშემორტყმული ხართ ხალხით, ვინც თქვენს მწუხარებას იზიარებს“, – ნათქვამია კელი დეგნანის სამძიმრის ტექსტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.