შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულ სამ პაციენტს დადებითი დინამიკა აღინიშნება, - განუცხადა „ქრონიკას“ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.
„ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ. ასევე გაჩნდა გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება. ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. ყველაფერს აკეთებს მედპერსონალი, რათა მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.