ტრამპმა გააფრთხილა თავისი თანაპარტიელი „რესპუბლიკელები“, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა გააყალბონ
25-08-2020, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა თავისი თანაპარტიელი „რესპუბლიკელები“, რომ მათმა ოპონენტებმა შესაძლოა „მოიპარონ“ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

 


„ისინი იყენებენ კოვიდს ამერიკელი ხალხის მოსატყუებლად“, უთხრა ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის პირველ დღეს დელეგატებს ჩრდილოეთ კაროლინაში. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემამ შესაძლოა ამომრჩევლის მოტყუება განაპირობოს.

 


წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი ამჟამად აგებს თავის მოწინააღმდეგესთან, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ ჯო ბაიდენთან.

 


„ერთადერთი გზა, რომ მათ ეს არჩევნები მოიგონ, არის ის თუ ეს გაყალბებული არჩევნები იქნება. ჩვენ გავიმარჯვებთ“, განაცხადა დონალდ ტრამპმა პარტიის ყრილობაზე.

 


ტრამპი 2016 წელსაც გამაფრთხილებლად აცხადებდა „გაყალბებული“ არჩევნების შესახებ, როცა წინასწარი გამოკითხვებისას იგი აგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს მაშინდელ ოპონენტთან, ჰილარი კლინტონთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი