კახა კალაძე: ჩვენ წლებია "გაზპრომთან" გვაქვს ურთიერთობები, ეს ურთიერთობები გძელდება დღესაც და მომავალშიც გაგრძელდება
29-09-2015, 08:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც ,,გაზპრომთან" დაკავშირებით ატყდა. მას ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორად მიაჩნია.


"ჩვენ წლებია "გაზპრომთან" გვაქვს ურთიერთობები. ეს ურთიერთობები გძელდება დღესაც და მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გაზს ვიღებდით მაშინაც კი, როდესაც 2008 წლის ომის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ვიღებთ დღესაც და დარწმუნებული ვარ მივიღებთ მომავალშიც. ეს მიზანმიმართულ, რაღაც პოლიტიკურ ჭრილში ამ თემის გადაყვანა მიმაჩნია არასწორად. გარდა "გაზპრომისა", ჩვენ გვაქვს მჭიდრო, კარგი ენერგეტიკული ურთიერთობა რუსეთთან. ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში, როცა ყველაზე ძალიან გვიჭირს, ჩვენ შემოგვაქვს რუსეთიდან, ამიტომ პოლიტიკურ ჭრილში ამ თემის განხილვა არასწორად მიმაჩნია", - აღნიშნა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, "გაზპრომთან" შეხვედრა ბრიუსელში ჰქონდა და ეს არავისთვის დამალული არ ყოფილა. "მქონდა შეხვედრა "გაზპრომის" წარმომადგენლებთან, ეს დამალული არ ყოფილა. ბრიუსელში, ევროპის ცენტრში მქონდა შეხვედრა და ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ფაქტობრივად ყოველ წელს იმართებოდა", - დასძინა ენერგეტიკის მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი