სოფო კილაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ადამიანის უფლებების ოფიცერს უილიამ სიბერს და პოლიტიკურ ოფიცერს ივენ ელიოტს შეხვდა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკელ დიპლომატებს კომიტეტის საქმიანობა გააცნო და მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს. შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
ინფორმაცაიას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.