მირიან ნიკოლაძე: „ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, მისი პირდაპირი სურვილი იყო ის, რომ გიორგის სახელი, ცხედარი და გამოძიება მიგვერთმია მათთვის, რომ აქედან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა“
25-08-2020, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, მისი პირდაპირი სურვილი იყო ის, რომ ჩვენი გარდაცვლილი შვილის სახელი, ცხედარი და გამოძიება მიგვერთმია მათთვის, რომ აქედან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა, - ასე გამოეხმაურა იურისტი, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“


„იმის მაგივრად, რომ დღეში ასი მადლობა გადაიხადოს ამ ხალხმა იმისთვის, რომ ათასობით ადამიანს ვაკავებთ, რომლებიც გვხვდებიან და გვთხოვენ, რომ შევიკრიბოთ, მივიდეთ ბრალდებულების უბნებში, სახლებთან, გამოვხატოთ პროტესტი... ყველას ვეუბნები, სამართლებრივ ჭრილს არ გასცდეთ.

 


ადამიანს რომ იმის ილუზია აქვს, რომ მირიან ნიკოლაძე რაღაცას აყალბებს, იმასთან საერთოდ საუბარი აღარ შეიძლება“ - აღნიშნა ნიკოლაძემ.

 


ჟურნალისტის კითხვას, რატომ გაჩნდა მის მიმართ ასეთი მოსაზრება, ნიკოლაძემ უპასუხა, რომ თავიდანვე გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ამ თემის პოლიტიზირებას.

 


„საქმე ის არის, რომ ტრაგედიის პირველივე დღეებიდან გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ამ თემის პოლიტიზირებას და ეს იყო ცხადზე უცხადესი, შემდგომ მათ თავიანთი მედიის საშუალებით დაიწყეს „ალტერნატიული“ გამოძიება, საბოლოოდ განიცადეს სრული მარგინალიზაცია, ხალხი დასცინის, იმიტომ, რომ ეს არის არასერიოზული, რასაც ვუყურებ ტელევიზიით, აღარ იციან რა გამოსავალი იპოვონ.

 


არხი, რომელიც აკეთებს ამ ყველაფრის ორგანიზებას, არის შპს, პირადი საკუთრება და რასაც უნდა იმას აკეთებინებენ, შესაბამისად, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ეს პარტია ცდილობს ამ ყველაფრის ორგანიზებას, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან დგას პოლიტიკური ძალა. ვერ ეღირსებიან! აქამდე ხომ გავუძელით, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, შევძელით ის, რომ მოვხვედრილიყავით სამართლებრივ რეჟიმში, არ გავსულიყავით ჩარჩოებიდან, დაგვედგინა სიმართლე, დაგვეცვა ჩვენი ღირსება და ოჯახის რეპუტაცია ხალხის წინაშე. ვერ ეღირსებიან! ბრალდებულების ოჯახებს გამოიყვანენ ქუჩაში თუ თეთრ ისარს შექმნიან და შავ ხვრელს, არ გამოუვათ! სანამ შემიძლია, ვაკავებ, გიორგის მშობლებს, თამუნას და ლევანს ვაკავებ იმის გამო, რომ შვილი მკვდარი მიუსვენეს სახლში და ბრალდებულის ოჯახის წევრები ქუჩაში გამოდიან, თან ვის სდებენ ბრალს?! თურმე გამოძიება ჩემს ჭკუაზე დადის, ამას ნორმალური ადამიანი იტყვის?!“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი