საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო მთელი არმიით უნდა გაწევრიანდეს ნატო-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში, რადგან ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
"ჩვენ, მე მგონი, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ საქართველოს მიერ არჩეული გზა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით, არის სწორი. ჩვენ არა თუ ერთი ასეულით, არამედ სრულიად საქართველოს არმიით ვართ მზად, გავწევრიანდეთ ნატო-ს ეგიდით შექმნილ უსაფრთხოების სისტემაში. ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე ეფექტური გზა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვიდრე ეს არ მომხდარა, ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში, ეს ამაღლებს საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერას, ამაღლებს ჩვენი პარტნიორების ვალდებულებას, რომ ჩვენი ინტერესებიც გაითვალისწინონ საერთაშორისო ასპარეზზე, ეს არის სწორი პოლიტიკა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული და ოკუპაციის დასრულება უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და ეს მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.