დავით ზალკალიანი თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
25-08-2020, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

25 აგვისტოს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გაცნობითი შეხვედრა თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან. შეხვედრის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ნატალია ვუტოვას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და უსურვა წარმატებები.
 


მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობაზე. აღინიშნა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდი მართლაც გამოწვევებით იყო სავსე, რაც განპირობებული იყო კოვიდ-19-ის პანდემიით, თუმცა საქართველომ შესძლო თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება. შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველომ, შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ხელშესახები მემკვიდრეობა დატოვა.


 
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ოფისი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებული პროექტების განსახორციელებლად. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ უკვე მოძიებულია დაფინანსების დიდი ნაწილი. მინისტრის განცხადებით, სამოქმედო გეგმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდირებას.
 


მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობაზე, რომელიც წელიწადში ორჯერ მზადდება. აღინიშნა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშით მუდმივად ხდება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, აღნიშნული ანგარიში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
 


საუბარი ასევე შეეხო საქართველოში წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა დაგეგმილი არჩევნების მნიშვნელობას და მის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის მაქსიმალურ ძალისხმევას. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, საქართველოში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი მაქსიმალური რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლების მისაღებად. აღნიშნულ კონტექსტში, მინისტრი მიესალმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.
 


ამავე დღეს გაიმართა გაცნობითი შეხვედრა თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას შორის. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ, თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ. აქვე, ხაზი გაესვა საერთაშორისო მექანიზმების რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში დაუყოვნებლივი შესვლის მნიშვნელობას.

 

 

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი