ბექას ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
26-08-2020, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბურთალოს რაიონში, ბექას ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 26 აგვისტოს, 00:00 საათიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტების გათვალისწინებით: 

 

 

N47 ავტობუსი ნუცუბიძის პირველი პლატოს მიმართულებით მოძრაობისას, პეკინის გამზირის ნაცვლად, შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება. კალანდაძის ქუჩის დახმარებით, დაუკავშირდება პეკინის გამზირს, რომლის შემდეგაც, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაინაცვლებს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. 

 

 

ავტობუსი N6 კანდელაკის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, რომლის შემდეგაც, კალანდაძის ქუჩის დახმარებით, პეკინის გამზირს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს; ავტობუსი N58 ვაკის რაიონის მიმართულებით გადაადგილებისას, კოსტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისკენ გადაინაცვლებს, ჭაბუკიანის ქუჩის საშუალებით, ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება, რომლის შემდგომაც, მოძრაობას დადგენილი მარშრუტით შეძლებს. 

 

 

რაც შეეხება N17 მიკროავტობუსს, ის შარტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას კანდელაკის ქუჩის საშუალებით შეძლებს. შემდგომ, კალადაძის ქუჩის გავლით, პეკინის გამზირს დაუკავშირდება და გადაადგილებას დადგენილი მარშრუტით შეძლებს. 

 

 

მიკროავტობუსები N26 და N34 ჟვანიას მოედნიდან მოძრაობას შარტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს, რომლის შემდეგაც, კალანდაძის ქუჩით პეკინის გამზირს დაუკავშირდებიან. 

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი