ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების ორი მძღოლი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას აგრძელებს. უკვე მეხუთე დღეა რაც შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" 300- მდე მძღოლი გაფიცულია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები კომპანიის ხელმძღვანელის გია ლორიას გადადგომასა და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ორშაბათს კომისია შეიქმნება, რომელიც მძღოლების მოთხოვნების საფუძვლიანობას შეისწავლის.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის საკრებულოში პროფკავშირებისა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.