საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. შეხვედრაზე მხარეებმა საქმიანობა შეაჯამეს და საქართველო-აზერბაიჯანის ახალ დღის წესრიგზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, საპასუხოდ გატარებული ზომები, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროებში, ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ და აზერბაიჯანის ელჩმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს დურსუნ ჰასანოვს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და განვითარებისთვის და მომავალ დიპლომატიურ სამსახურში წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.