პრემიერ მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობის საჭიროებები განიხილა
26-08-2020, 17:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსახლეობის საჭიროებები განიხილეს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

საუბრისას ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების უმოკლეს ვადებში გადაწყვეტასა და იმ საკოორდინაციო ფუნქციის ეფექტიანად აღსრულებაზე, რომელიც რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს ეკისრებათ.

 

 

პრემიერ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტულია, მოქალაქეების წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემა მოკლე ვადაში და ეფექტურად გადაიჭრას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დროულად გამოვლენას და მათი მოგვარების კუთხით ოპერატიულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და იმ საჭიროებებს, რომელთა გათვალისწინება მომავალი წლის პრიორიტეტებში იგეგმება. აღინიშნა, რომ ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, როგორიცაა გზა, ბუნებრივი აირი და წყალმომარაგება, უნდა გაგრძელდეს უშუალოდ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაც.



მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონებში არსებული იმ ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.



საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს. იმ რეგიონებიდან, რომელთა გუბერნატორები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არიან წარდგენილნი, შეხვედრაში სახელმწიფო რწმუნებულების მოვალეობის შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

 

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი