ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
26-08-2020, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა, გამართა შეხვედრა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან, კერძოდ ასოციაციის თავმჯდომარესთან ჯონ ბრეაქეველდთან, ადგილობრივ აღმასრულებელ დირექტორთან მარიამ ქუჩულორიასთან და DCFTA-ის საკითხებში ეროვნულ ექპერტთან თენგიზ ლომითაშვილთან.



შეხვედრაზე ჯონ ბრეაქეველდმა მინისტრის პირველ მოადგილეს გააცნო ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიზნები, ძირითადი საქმიანობა და ასევე წარმოადგინა გერმანიის საერთაშორისო განვითარების (GIZ) სააგენტოს მხარდაჭერით მომზადებული კვლევა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებისა განვითარების შესახებ და COVID-19-ის შედეგად არსებული გავლენისა და გამოწვევების შესახებ.



მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) მაქსიმალური გამოყენების მიზნით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებები, მათ შორის  ევროკავშირის ბაზარზე ეროვნული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით ეროვნული მეწარმეების  ცნობიერების ამაღლება, კაპიტალთან წვდომა, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობა, კანონმდებლობის დაახლოვების საჭიროება ევროკავშირის მოთხოვნებთან,  ქვეყანაში სპეციალიზებული ლაბორატორიების დაფუძნების აუცილებლობა და სხვა.



შეხვედრის დასასრულს ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპული ასოციაციის წარმომადგენლებს პროდუქტიული შეხვედრისათვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის.

 

 

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი