„რა სიბოროტეს ჩაიდენს ბიძინა ივანიშვილი კიდევ, არავინ არ იცის; მისი გონება ახლა, მე ხომ ვიცი, არის მხოლოდ სიბოროტით დაკავებული, ჩვენი ამოწყვეტა უნდა საერთოდ“ - გუბაზ სანიკიძე
27-08-2020, 09:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვა, რომელიც დაკავებული იქნება „ქართული ოცნების“ „პოლიტიკური განადგურებით“.

 


როგორც მან ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის გონება ახლა „მხოლოდ სიბოროტით არის დაკავებული“ და მას ქართველების ამოწყვეტა უნდა.

 


სანიკიძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილს „შიში აქვს ცვლილებების, სიახლის, სინათლის, წინსვლის“ და „ურჩევნია ნეხვში იყოს“.

 

 

„სინათლის შიში ხომ არ დაგვჩემდა ხალხო?! თხუნელებად ხომ არ გადავიქეცით?! იმიტომ რომ თხუნელას სინათლეზე არ უნდა ელაპარაკო. ყველაზე უფრო თხუნელას ეშინია სინათლის. ატროფირებული ხომ არა გვაქვს ჩვენ გულის და გონების თვალები?! სინათლის შიში ხომ არ გავიჩნდა?! გამოქვაბულში ცხოვრება ხომ არ გვინდა?! იმიტომ რომ, აშკარად ვატყობ, რომ რაღაცა ნაწილს ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის, ხალხის ცოტა მაღალი კატეგორიაა, მოსახლეობის, აშკარა შიში აქვს ცვლილებების, სიახლის, სინათლის, წინსვლის, ურჩევნია ნეხვში იყოს, ნეხვში ყოფნა ურჩევნია. ვიფიქროთ ამაზე. ჩემზე ნუ მოგივათ გული, თუ მოგივათ, მიიღეთ ცივი წყალი“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 


„სად მიდის ეს ჩვენი ქვეყანა? საქართველო სად მიდის, რას ველოდებით ჩვენ, ცის გახსნას? რას ველოდებით ჩვენ, რომ ვიღაცა გვიშველის? ტერიტორიული მთლიანობა რომ აღარ გვახსოვს არავის, ვერ ვატყობთ? სრულად არის დაავადებული ქართული ეროვნული სხეული, სრულად.

 


„რა სიბოროტეს ჩაიდენს [ივანიშვილი] კიდევ, არავინ არ იცის. მისი გონება ახლა, მე ხომ ვიცი, არის მხოლოდ სიბოროტით დაკავებული. ჩვენი ამოწყვეტა უნდა საერთოდ. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემა, შინაურ მტერს გვიან ამოვიცნობთ ხოლმე, თორემ ხმალზე მოსულ მტერთან ვიცოდით პასუხის გაცემა. არა გვაქვს ეს გამომუშავებული. სანამდე არ დააქცევს, სანამდე არ ამოთხრის ამ ქვეყანას, სანამდე მის ნატერფალზე ბალახი აღარ ამოვა, მანამდე... აი, როგორ მიკვირს, რა უნდა გააფუჭონ ამათმა ხალხო? აი, რა უნდა გააფუჭონ კიდევ, მითხარით... ერთი სიტყვით, „ქართული ოცნება“ საბჭოთა კავშირის რევანშია და აი, დაგიმთავრებთ ამ შემოდგომაზე, აი, დაგიმთავრებთ ამ ამბავს.

 

 

აი, შეკითხვა მაქვს. რითი შეხვალთ საქართველოს ისტორიაში თქვენი ხელისუფლება? დენდროპარკით, დენდროპარკით. აი, ლენინის მავზოლეუმთან რომ მოსკოვში საწარმოებს აწერდნენ ხალხს, რომ აუცილებლად რიგი უნდა ყოფილიყო იქ, საწარმოებიდან სპეციალურად ავტობუსებით მიჰყავდათ რომ ერთი კინკილა უცხოელი რომ ჩამოივლიდა, ენახა, რომ ნახე როგორ უყვართ ისო. ზუსტად ისეთები ხართ. მარშრუტკებით, გამგეობის ხალხი დგახართ რიგში და ბღავიხართ აღფრთოვანებული, ამას რას მოვესწარით. წალკოტში ცხოვრობთ, ბიჭო, წალკოტში, საქართველოში ცხოვრობთ და დენდროპარკი გიკვირთ, ამ მანიკის მიერ გაკეთებული, თვითონ რომ დადის და ეხვევა ზედ, იქნებ ქვემოდან ენერგიები შევიდეს. ხან შამანები ჩამოჰყავს, ხან კაბალისტები, ხან ესენი, ხან ისინი, არაფერი ჩვენი არ ცხია ამ კაცს ხალხო... ათას ერთი ღამის მანიაკს ჰგავს, ათას ერთი ღამის გმირია, უფრო სწორად ანტიგმირი. ჩაკეტა ქვეყანა, გამორთო შტეფსელიდან ქვეყანა, ერთ-ორი თვე ჩვენი ხალხი გახარებული იყო, დედა, გადაგვარჩინა გახარიამ ამ კორონავირუსს, ახლა რომ ვკოცნით და ვპროშნით ერთმანეთს, რატომ არ ვრცელდება? კარანტინის დროს დაიღუპა 17 ადამიანი, კარანტინის მოხსნის დროს 2 ადამიანი. რატომ არ ვრცელდება, რატომ? სად არიან ეს ჩვენი გმირი მუშკეტერი ექიმები? სადა ხართ, ქვეყანა რომ ჩაკეტეთ და შიმშილობა რომ ელოდება ამ ხალხს, საჭმელი რომ არ იქნება საერთოდ დ ამას რომ ყაჩაღობა მოჰყვება, შარაგზის ყაჩაღობა. 90-იან წლებში გვაბრუნებს ეს კაცი...

 

 

ბედნიერების განცდა ჰქონდა ბიძინას კორონას დროს და იმიტომ ჩაატიკ-ტოკა მაშინ. კაი ხასიათზე იყო. გულწრფელად გვაჩვენა რანაირ ხასიათზე იყო. ხომ ველოდებოდით, როდის გამოჩნდება ზევსი, მეხთამტეხელი, იუპიტერი, დიაუსი, ინდრა, როდის დაგვენახვება, უფალი მოსეს ზურგით დაენახა და ჩვენ ბიძინას ვხედავთ ხანდახან. ახალი რელიგიის დაარსებას მოვესწარით, ღვთაებაც თვითონ არის, მოგვიც თვითონ არის და ყველაფერი თვითონ არის. რომ გამოჩნდა გვეგონა რაღაც სიბრძნეს იტყვის და ხტუნაობდა იქა ბეკეკასავით, ვაცივით. კაი ხასიათზე იყო, არ დაგვიმალა არაფერი. ყველანაირ შეურაცხყოფას გვაყენებს, იმიტომ რომ გასდის... თქვენი სამშობლო შლამიანი რუსული მიწა არის, თქვენი სვეტიცხოველი კრემლშია“, თქვა გუბაზ სანიკიძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ მზე ჩასვენებულია.

 


„ვინა გყავთ მომხრე? გაბოროტებული ხალხი გყავთ და მშიშარა... არავინ არ ეკარებათ, „ქართულ ოცნებასთან“ მიკარება არის, კეთროვანს რომ მიეკარო. მომავალი აღარ არის თქვენი, არა გაქვთ მომავალი, ჩაესვენა თქვენი მზე და რაც შეეხება დანარჩენ ქართველებს, რომლებიც უმრავლესობა ვართ ამ ქვეყანაში, დიდგორი გველოდება ოქტომბრის ბოლოს და გამოდით დიდგორში, გამოდით და დავამთავროთ ეს ყველაფერი“, აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი