იმერეთსა თუ გურიაში მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ დაიწყო
27-08-2020, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ახალი პროექტი - „სასტუმროების ხელშეწყბის პროგრამა 2020" წამოიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთისა და გურიის რეგიონებში განხორციელდება.

 

 

პროგრამის საშუალებით, იმერეთსა თუ გურიაში მცირე და საშუალო ზომის (მაქსიმუმ 20-ნომრიანი) განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შეუძლიათ დაეუფლონ ონლაინგაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევებს.

 

 

პროექტის ფარგლებში განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ​განივითარონ ცოდნა მომსახურების სფეროში,ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით- მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ-გვერდის booking.com პლატფორმის გამოყენებით.

 

 

პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

 

 

პროგრამა ბენეფიციარებს სთავაზობს პროფესიონალი ფოტოგრაფების მხრიდან საიმიჯო ფოტოების მომზადებას, ინდივიდუალურ კონსულტაციას ინტერიერის დიზაინზე, ინდივიდუალურ კონსულტაციას ონლაინპლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების შესახებ, სასწავლო კურსს - ონლაინპლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების შესახებ.

პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში,გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/tcgaKDFPciKcAN828


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი" ფარგლებში, ყველას, ვინც არის ან ვისაც სურს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, შეუძლია სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი - https://programs.gov.ge/

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი