საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში დისკუსიაში "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი - ქალთა გაძლიერება" მონაწილეობა მიიღო
30-09-2015, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ მაღალი რანგის დისკუსიაში "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი - ქალთა გაძლიერება" მონაწილეობა მიიღო.


დისკუსიაში ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე და ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობდნენ.


გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე დალია გრიბაუსკაიტეს ღონისძიებაზე მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა.


საქართველოს პირველმა პირმა გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანამ დემოკრატიის განვითარების გზაზე რთული გარდამავალი პერიოდი განვლო და საქართველოში, ამ სირთულეების მთელი სიმძიმე სწორედ ქალებმა იტვირთეს.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მტკიცედ უჭერს მხარს ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი გარანტია.


საქართველოს კანონმდებლობა და პოლიტიკა ითვალისწინებს ქალთა საზოგადოებრივი ჩაბმულობის გაძლიერების ამბიციურ გეგმებს.


თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჯერ კიდევ საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკასა და, ასევე გადაწყვეტილებათა მიღების თვალსაზრისით, ქალთა წილობრივი მონაწილეობის გაზრდას.


გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის განვითარებისა და უზრუნველყოფის გზაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, რომელიც ურთიერთგაზიარების და თანამშრომლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს ქალთა პოტენციალისა და ნიჭის ხელშეწყობასა და განვითარებას, რაც მშვიდობიანი მომავლისა და სტაბილურობის ერთერთი საწინდარია.


საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და ქართული დელეგაციის სხვა წევრები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი