შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საპილოტე პროექტს ახორციელებს, რომელიც ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაციას გულისხმობს. პროექტი შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორად ქუჩებზე 4 000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის გამოტანას ითვალისწინებს.
საპილოტე პროექტის ფარგლებში, დღეიდან ასევე, შიდა ეზოების მორეცხვა და ნაგავშემკრები კონტეინერების დასუფთავება დაიწყო. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.
„აქტიურად ვმუშაობთ საპილოტე პროექტის მთელი ქალაქის მასშტაბით ამოქმედებაზე. საპილოტე რეჟიმში ერთვება დედაქალაქის ყველა რაიონის შიდა ეზო, სადაც ნაგავმზიდი მანქანის შესვლა საცობს წარმოქმნის. პროექტის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ხმაური, უსიამოვნო სუნი და საცობი. ამ ეტაპზე, შიდა ეზოებიდან უკვე 500-მდე ნაგავშემკრები კონტეინერია გამოტანილი. მოსახლეობისგან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება გვაქვს, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
პროექტის დაწყებამდე, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და აღნიშნული პროექტის მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე, დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები.
„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, პროექტში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა გაითვალისწინონ და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.