კახა კალაძე: ეს ქალაქი არის ყველასთვის
27-08-2020, 14:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მთავარი ამოცანა სატრანსპორტო პოლიტიკის გატარება და პირველ რიგში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნის გაზრდაა. 

 

 

ამის შესახებ მან თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები წარუდგინა. 

 

 

კახა კალაძის თქმით,  მნიშვნელოვანია, დედაქალაქში მეტი საავტობუსე ზოლის გაჩენა, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება კომფორტულად და სწრაფად შეძლონ.

 

 

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა საკმაოდ აქტუალური თემაა. რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის, მასში მცხოვრები ადამიანების, ჩვენი შვილების, მომავალი თაობისთვის და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, მიმზიდველი გავხადოთ ტრანსპორტი. სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება შემცირებული იყო, რადგან მოძველებული საავტობუსე პარკი გვყავდა, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენდა. ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა.

 

 

ჩვენს პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალის გაზრდა. გვაქვს უბნები, რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, მოცდის დრო არის დიდი - 40-45 წუთი და ზოგჯერ ერთი საათიც კი. ხშირია საუბარი იმაზე, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ავტობუსების დამატებაა საჭირო. არავინ ფიქრობს, რომ ავტობუსების დამატებით ჩვენ კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით. პირობითად, დღეს თუ ორი ავტობუსი და 30 მანქანა დგას საცობში, ავტობუსების დამატებით, საცობიც გაიზრდება. შესაბამისად, მოგვარების გზა ერთადერთია - გავაჩინოთ სპეციალური საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეძლონ გადაადგილება“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

 

 

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ქალაქი ყველასია და მუნიციპალიტეტმა  არა მხოლოდ კერძო ავტომობილების მძღოლების, არამედ ქვეითების, ავტობუსით, ველოსიპედით თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მოსარგეებლების ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოს.

 

 

„ეს ქალაქი არის ყველასი. მე მესმის კერძო ავტომობილების მძღოლების, თავად ვზივარ საჭესთან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ადამიანები, რომლებიც ქვეითად მოძრაობენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ელექტროსკუტერით თუ ველოსიპედებით გადაადგილდებიან. შესაბამისად, საგზაო სივრცეების თანაბარი გადანაწილება უნდა მოხდეს. ჭავჭავაძის გამზირი არის უალტერნატივო და ყველა დიდმა და განვითარებულმა ქალაქმა პრობლემების მოსაგვარებლად, მსგავსი პროექტი განახორციელა. 2012 წლამდე თბილისში დაახლოებით, 180 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეს 600 ათასზე მეტი გადაადგილდება. ეს რიცხვი მზარდია. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა. მინდა, რომ ეს რეფორმა დავიწყოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. ანალოგიურ პროექტებს სხვა ქუჩებზეც განვახორციელებთ. შეიძლება ყველა ქუჩა ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც ჭავჭავაძის გამზირი, მაგრამ ეტაპობრივად, ყველა პროექტში მსგავსი დამოკიდებულება გვექნება. გავაჩენთ საავტობუსე ზოლებს, რომ ეს წრე შეიკრას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი