დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ერთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა.
როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, გამოძიებას მან დეტალურად მოახსენა წერეთლის გამზირი N105-ში მომხდარი ინციდენტის შესახებ და დაასახელა ის პირები, ვინც შესაძლოა გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმაროს.
დოლიძის თქმით, სამართალდამცველებმა დეპუტატობის კანდიდატს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით (მუქარა) დაიწყება, რომლის კვალიფიკაცია გამოძიების პროცესში შესაძლოა შეიცვალოს.
როგორც ცნობილია, 13 აგვისტოს, წერეთლის N105-ში საარჩევნო კამპანიის დროს ანა დოლიძეს, მის გუნდს და ამომრჩევლებს ადამიანების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და იძულებით შეაწყვეტინეს საარჩევნო კამპანია.
ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც ანა დოლიძე გამოძიებას ხვალ, ხელახალი გამოკითხვისას წარუდგენს.
„ეს ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან” პირდაპირ კავშირშია.
გამომდინარე იქიდან, რომ ვერცერთ გამოძიებაზე მანამდე შედეგი ვერ ვნახე, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ დადგება რაიმე შედეგი, თუმცა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია ამ თავდასხმაზე კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდო აქაც და სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც. ეს იყო ჩვენზე თავდასხმა. მოვარდა რამდენიმე ახალგაზრდა, თავს დაგვესხა მუქარით, გინებით და საშინელი შეურაცხყოფით,” - აღნიშნა ანა დოლიძემ პოლიციის სამმართველოში შესვლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.