გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ იორკში შეხვედრები ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან გამართა
30-09-2015, 00:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ნიუ იორკში მონაწილეობა მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის და ევროპის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებაში.



ღონისძიება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. საღამოს მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა. მათ ისაუბრეს საერთაშორისო თანამეგობრობაში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და ევროკავშირის როლზე გლბალურ პროცესებში.


საქართველოს ვიცე-პრემიერი ღონისძიების ფარგლებში ევრპოკავშირის ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი მოკლედ შეეხნენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება და ისაუბრეს უახლოეს მომავალში მათი შეხვედრის შესაძლებლობებზე.


ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ მიღებას ევროკავშირის წვერი ქვეყნების პირველი პირები, მათ შორის ბულგარეთის პრეზიდენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი