სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსის ათი სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა
27-08-2020, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსის ათი სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. 

 

 

როგორც მან აღნიშნა, დერეფნები დედაქალაქის ძირითად ქუჩებსა და გამზირებს მოიცავს. 

 

 

კერძოდ, I დერეფანი: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი; II დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, მოსკოვის გამზირი; III დერეფანი: თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი; IV დერეფანი: ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა; V დერეფანი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი; VI დერეფანი: უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა; VII დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასალის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა; VIII დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი; IX დერეფანი: დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა; X დერეფანი: ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა. 

 

 

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, მთავარია, ძირითად ქუჩებზე, რომლებზეც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდება, 10-15 წუთში ერთხელ, 18-მეტრიანმა ავტობუსებმა იარონ და ერთდროულად, 150 მგზავრი გადაიყვანონ. 

 

 

„ძირითად დერეფნებზე, ე.წ. თბილისის ავტობუსის სატრანზიტო კორიდორში, ძირითადად, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები ივლიან. 44 საქალაქო მთავარი  დერეფნის მკვებავ ხაზზე, სადაც მოქალაქეებს გადასხდომა მოუწევთ, 8, 10 12-მეტრიანი ავტობუსები და ბუნებრივია, სამარშუტო ტაქსები იმოძრავებენ. იქნება 185 საქალაქო ხაზი და მთავარი დერეფნის მკვებავი ლოკალური მონაკვეთები, რომლებიც მეტწილად მიკროავტობუსებს მოემსახურება. ეს არის ის დათვლები, რომლებიც გაკეთდა და რომლის მიხედვითაც შევიმუშავეთ ის გეგმა, რომელმაც ქალაქში გადაადგილება უნდა გააუმჯობესოს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

 

 

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, პროექტში გათვალისწინებულია გაჩერებამდე ფეხით მისასვლელი ოპტიმალური დროც: ძირითად დერეფნებში 400-450 მეტრი, საქალაქო ხაზებთან 300-350 მეტრი, ხოლო საუბნო ხაზებთან 200-250 მეტრი.

 

 

„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გაკეთდა მოსახლეობისა და ე.წ. განაშენიანებული  საძილე და სამუშაო რაიონების გათვალისწინებით. ზუსტად დაიგეგმა თუ რამდენი უნდა იყოს გზა ფეხით გასავლელი გზა გაჩერებამდე. ადამიანს არ უნდა დაეზაროს ავტობუსის გაჩერებამდე მისვლა. შესაბამისად, ზუსტად ვიცით, ამ ათ ძირითად დერეფანში რამდენი იქნება დაშორება ავტობუსის გაჩერებამდე“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი