დავით ზალკალიანსა და ამერიკელ სენატორს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
27-08-2020, 16:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, ამერიკელ სენატორს, ქრის ვან ჰოლენსა და ჩემს შორის საინტერესო საუბარი შედგა. ჩვენ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და, ასევე, ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ვიმსჯელეთ.  ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა და საერთო ღირებულებებსა და ერთიან გეოსტრატეგიულ ინტერესებს ემყარება.


 
მე მადლობა გადავუხადე სენატორ ვან ჰოლენს აშშ-ს სენატის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ, კერძოდ კი, დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის  შეფასების კუთხით გამოხატული მხარდაჭერისთვის. სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთში ნატოს მისიის წარმატებით განხორციელებაში. გამოვთქვით მზაობა, რომ კვლავაც განვაგრძოთ ერთობლივად მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით.


 
საუბარი შეეხო ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს განგრძობადი ოკუპაციის თემას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების  მდგომარეობაზე. სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი