არანორმალური ვითარებაა, როცა ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუდმივად იძახის, რომ ჩამოვა, შემდეგ ვერ ჩამოდის, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის თემა ცენტრალური დისკუსიის საკითხია.
„არანორმალური ვითარებაა, როცა ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მუდმივად იძახის, რომ ჩამოვალ, მერე ვერ ჩამოდის, რადგან აქ დაჭერა ემუქრება. აქ მთავრობა იძახის, რომ ვერ ჩამოვა ან დავიჭერთ, ეს არის აბსოლუტურად არანორმალური ვითარება, რაც ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებასთან ერთად უნდა დავასრულოთ.
არც ერთი პოლიტიკური ფიგურა ამ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. რა მოხდება, რეალური რა არის, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი რაც ვიცი, რომ აქამდე ბევრჯერ ითქვა ასეთი რამე მისი მხრიდან და ვერ განხორციელდა. თავისთავად, არანორმალურია, როცა ცენტრალური დისკუსიის საკითხია, ეს პოლიტიკური ფიგურა ჩამოვა თუ არა, არა ამ პოლიტიკური ფიგურის გამო, არამედ იმ პოლიტიკური კლიმატის გამო, რაც შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა, შემდეგ როგორც იყენებს ამ ვითარებას.საქართველოში ივანიშვილის მარცხთან ერთად ეს აუცილებლდ დასრულდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას ბოდიშს უხდის მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა დაფიქრებისთვის და ახლა იცის, უკეთესად როგორ ემსახუროს საქართველოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.