ლეგენდარულ ქართველ მეკლდეურს, ლადო გურჩიანს 75 წელი შეუსრულდა
30-08-2020, 18:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლეგენდარულ ქართველ მეკლდეურს, ვეტერან სპორტსმენს, ლადო გურჩიანს 75 წელი შეუსრულდა.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის მერია თავისი კუთხის ღირსეულ წარმომადგენელს, ლადო გურჩიანს 75 წლის იუბილეს ულოცავს და მადლიერებას გამოთქვამს მის მიერ გაწეული შრომის და ღვაწლისთვის ქართულ ალპინიზმის და მეკლდეურობის განვითარებაში.

 


მესტიის მერია მისალოც განცხადებას "ფეისბუქის" გვერდზე ავრცელებს.

 


"მოგეხსენებათ, რომ ბატონი ლადო დაიბადა სვანეთში 1945 წლის 28 აგვისტოს.

 


1963 წლიდან კლდის ვეფხვად წოდებულ მიხეილ ხერგიანის მწვრთნელობით აქტიურად ჩაერთო ალპინიზმში, სადაც მიაღწია უამრავ წარმატებას და არაერთგზის გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მეკლდეურობაში.

 


1972 წელს კი საბჭოთა ნაკრებთან ერთად მიუნხენის თამაშების საჩვენებელ შეჯიბრში 60 ქვეყნის სპორტსმენს შორის დაიკავა პირველი ადგილი. აღსანიშნავია ისიც, რომ 1976 წელს ლადო გურჩიანმა სვან მთამსვლელ ჯგუფთან ერთად (ნუგზარ ნიგურიანი, ვალერი რატიანი, გივი წერედიანი, ზაქრო მუშკუდიანი), რომელსაც შალიკო მარგიანი ხელმძღვანელობდა, განახორციელეს ასვლა უშბის სარკეზე, ურთულეს მარშრუტზე მიხეილ ხერგიანის გზით, რომელიც დღემდე არავის გაუვლია.
1996 წელს დააფუძნა საქართველოს ეროვნული მეკლდეურობის ფედერაცია და 2005 წლამდე იყო ფედერაციის პრეზიდენტი.

 


2005 წლიდან დღემდე კი გახლავთ საქართველოს ეროვნული მეკლდეურობის ფედერაციის გენერალური მდივანი.

 


იგი არის სპორტსმენთა არაერთი თაობის აღმზრდელი და დღემდე აქტიურადაა ჩართული სპორტულ აქტივობებსა თუ სამაშველო ოპერაციებში. ბატონი ლადოს უდიდესი დამსახურებაა, რომ სპორტის ეს სახეობა საერთოდ შენარჩუნებულია დღეს საქართველოში და აგრძელებს განვითარებას", ნათქვამია მესტიის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი