ნიუ ორკში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას შესაძლო შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მისი პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად განხილვა არ მოხდება.
„მე ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილება საქართველოში. მინდა ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან მომენტს - შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ფუნქცია ჰუმანურობისა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვია კანონი და იქნა დასჯილი კანონის დარღვევისათვის. ამ თვალსაზრისით მე მანამდე ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების მექანიზმის ჰუმანურ პრინციპებს. არ ვუშვებდი და მომავალშიც არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსტში. შეწყალების მექანიზმი არ არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლის ან უსამართლობის გადაწყვეტის ადგილი. შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მე მინდა ეს კარგად ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს შეწყალების მექნიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ეს ასე არ მოხდება“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.