გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში
30-09-2015, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვაპირებთ რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ქვეყნისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქალაქ ნიუ-იორკში გამართული ეკონომიკური ფორუმის Georgia-Making Business Easy, შეფასებისას განაცხადა.


ვიცე-პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში გამართულ ფორუმს ესწრებოდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები. მთავრობის ამოცანაა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ უფრო მეტი გახდეს ცნობილი მთლიანად ამერიკული ბიზნესისთვის.


"ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ინვესტორები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან ისმენენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობებია ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ძალიან ვრცელი მოხსენება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება. ძალიან კარგია, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები და რომ მსგავსი ხასიათის შეხვედები ჩატარდეს ყველგან, მთელს ამერიკაში - ჩიკაგოში, დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ჩვენი ქვეყნისთვის სტატეგიული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი